Ana kalandadze mokle biography of william
ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 დეკემბერი, () |
დაბადების ადგილი | ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 11 მარტი, ()(83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი და მწერალი |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი, რუსთაველის პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია და პრემია „საბა“[1] |
მეუღლე | შალვა მჭედლიშვილი |
ანა კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, , ხიდისთავი, ოზურგეთის მაზრა — გ. 11 მარტი, , თბილისი) — ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა კალანდაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში წლის 15 დეკემბერს გლეხის, პავლე კალანდაძის ოჯახში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა წელს. ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა იმავე წელს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში“. წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისარნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. ლექსების პირველი კრებული გამოსცა წელს ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა , , , და სხვ. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. საბჭოთა პერიოდში დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და ღირსების ორდენით. წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. წელს ციკლისათვის „თავაწეული ქართული დროშები“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გარდაიცვალა წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მისი შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. მის ლექსებში გვხვდება შემდეგი თემები: მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისი („კარში გამო ჭიაჭია მარია“, ); ბუნების განცდა („თუთა“, ; „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“, ; „ბეთანიის გზაზე“, ). ისტორია და თანამედროვეობა („შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, ორივე ; „ღრუბლები“, ); პატრიოტიზმი („საქართველოო ლამაზო“, „მრავალლჟამიერ“, , „ფეხი დამადგით“, „მას ალავერდის დიდებულ ტაძარს“ ), ზნეობა („ნუ მიმცემ ეჭვთა“, ; „ისევ გახსენი გული ჩემი“, ) და სიყვარული („რისად არ მომხედავ“, , „შეყვარებული ოდეს ქარები“, ).
მისი ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე. ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია სტეფან მალარმეს, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები და მოგონებები.
გავლენა ხელოვნებაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა კალანდაძის პოეზია აისახა მუსიკალურ ხელოვნებაში. კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა და ჟურნალისტმა თეიმურაზ ნაცვლიშვილმა პირველებმა მიმართეს ანა კალანდაძის პოეზიას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, შექმნეს რა ვოკალური ნაწარმოებები: სიმღერა „საქართველოო ლამაზო“ , რომანსები „არაბი ხარ“ და „თუთა“. ანა კალანდაძის ლექსებზე დაწერეს სიმღერები აგრეთვე გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასათიანი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, , —გვ.
- მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. II, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, —გვ., ISBN
- ჩხენკელი, თ. „პოეზია — სიბრძნის დარგი“ თბილისი,
- ჭილაძე, თ. წერილები, თბილისი,
- ჩხეიძე, ნ. „ლიტერატურული წერილები“ თბილისი,